COVID 19

Covid 19-ის შემთხვევების მატება და გამჭვირვალობის ნაკლებობა – აშშ ჩინეთთან ფრენებს შეზღუდავს

აშშ-ში Ჩინეთთან ფრენების შეზღუდვას აპირებს და მიზეზად ჩინეთში Covid 19-ის შემთხვევების მატების პარალელურად ვირუსის გარშემო გამჭვირვალობის ნაკლებობას ასახელებს.

28 დეკემბერს იტალიამ ჩინეთიდან ჩასული მგზავრების სავალდებულო ტესტირების აღდგენის გეგმაზე ისაუბრა. იაპონიამ, მალაიზიამ, ტაივანმა და ინდოეთმა კი წესები გაამკაცრეს.

მილანში ოფიციალური პირები ჩინეთიდან ჩამოფრენილ მგზავრებს უკვე ამოწმებენ. იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს თქმით, ყველა მგზავრი, რომელიც ჩინეთიდან ჩავა, Covid-19-ზე სავალდებულო ტესტირებას გაივლის.

როგორც იტალიის ჯანდაცვის სამინისტრო ამბობს, ეს აუცილებელია “ვირუსის ნებისმიერი ახალი ვარიანტის მეთვალყურეობისა და იდენტიფიკაციის უზრუნველსაყოფად და იტალიის მოსახლეობის დასაცავად“.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, წევრი ქვეყნები წლის დასაწყისში მოგზაურობისას Covid-ის შეზღუდვების მოხსნაზე შეთანხმდნენ, საჭიროების შემთხვევაში, მათი ხელახალი შემომოღების პერსპექტივით.

ევროპაში რეგულაციების გამკაცრების მიუხედავად, საქართველო ჩინეთთან ფრენების შეზღუდვებს მოხსნის.   

China Southern Airlines საქართველოს მიმართულებით საჰაერო მიმოსვლას იანვრიდან განაახლებს. რეგულარული რეისები ურუმჩისა და თბილისს შორის კვირაში 1 სიხშირით, ყოველ პარასკევს შესრულდება

კომენტარები