ამერიკული გამოცემის, New York Times-ის მიერ გამოქვეყნებული ბოლო შვიდი დღის მონაცემების მიხედვით, 100 000 მოსახლეზე კორონავირუსის შემთხვევების მაჩვენებლით საქართველო ცხრილში პირველ ადგილზეა. საქართველოს შემდეგ ყველაზე დიდი მაჩვენებელი კი ლუქსემბურგს, მონტენეგროსა და სერბეთს აქვთ.
ფოტო: NYT
ბოლო კვირის მონაცემების მიხედვით, საქართველოში ყოველ 100 000 მოსახლეზე 2 807 ინფიცირებული მოდის, ბოლო 7 დღის განმავლობაში ინფიცირებულთა საშუალო რიცხვი კი 3 579.1-ია.
100 000 მოსახლეზე სიკვდილიანობის მაჩვენებლით საქართველო ცხრილში მეცამეტე ადგილს იკავებს.
23 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 108 690 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 89 170 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 012 კი გარდაიცვალა. სულ 18 482 აქტიური შემთხვევაა.