არჩევნები 2020

ხოშტარია: გუშინ ბიძინა ივანიშვილი იყო სუსტი და საქართველოს მოქალაქეები იყვნენ ძლიერები

"გუშინდელი დღე იყო დასაწყისი იმ პროცესის, რომელშიც ჩვენ შევდივართ – გუშინ ბიძინა ივანიშვილი იყო სუსტი და საქართველოს მოქალაქეები იყვნენ ძლიერები". – ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს ლიდერი, ელენე ხოშტარია 21 ნოემბერს გამართულ ოპოზიციის მიერ არაღიარებულ არჩევნების მეორე ტურს. ხოშტარიას თქმით, ამ პროცესის იგნორი სწორი გადაწყვეტილება იყო

"იყო ცარიელი ქუჩები, არშემდგარი არჩევნები. ეს ხომ ადამიანებმა ქნეს? 

მათ შორის იმიტომ ქნეს ადამიანებმა, რომ გაიგეს ალბათ ჩვენი არგუმენტები. იგნორირება სწორი იყო, დასაცინი გახდა ხელისუფლება". – თქვა ელენე ხოშტარიამ მთავარი არხის ეთერში. 

21 ნოემბერს, საქართველოში ფორმალურად 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა იმ 17 ოლქში, სადაც ვერცერთმა კანდიდატმა ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო. თუმცა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომლის კანდიდატსაც მეორე ტურებში უნდა მიეღო მონაწილეობა, არჩევნებს, ისევე, როგორც პარლამენტში შესვლას, ბოიკოტი გამოუცხადა.ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ფაქტობრივად ერთპარტიულ არჩევნებში 17-ვე ოლქში ქართული ოცნების კანდიდატმა გაიმარჯვა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა 26.29% მივიდა. პირველ ტურში აქტივობა 56.11% იყო.

კომენტარები