არჩევნები 2020

კანდელაკი: ერთპარტიულ არჩევნებში კარუსელების ტრიალი კომუნისტურ პარტიაშიც გაუკვირდებოდათ

სოციალისტური რესპუბლიკის კომუნისტური პარტიის პოლიტიკური მემკვიდრე არის ქართული ოცნება. მაგრამ, ალბათ, კომუნისტურ პარტიაში მათ წინამორბედებსაც გაუკვირდებოდათ ერთპარტიულ არჩევნებში კარუსელების ტრიალი და ალბათ, ბრეჟნევი, ხრუშჩოვი და ბერია საფლავში ბრუნავენ თავიანთი პოლიტიკური შთამომავლების სირცხვილით. რა თქმა უნდა, გუშინ ვიხილეთ ცირკი და ამ ყველაფერთან ერთად, გუშინდელმა "მეორე ტურმა" აჩვენა, სინამდვილეში რამდენია ქართული ოცნების მხარდაჭერა ჩვენს საზოგადოებაში...

ამბობს ევროპული საქართველოს წევრი გიორგი კანდელაკი. 21 ნოემბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელსაც ოპოზიციური სპექტრი არ აღიარებს. სამართლიანი არჩევნების (ISFED) ინფორმაციით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მე-2 ტურში, რომელიც, ფაქტობრივად, ერთპარტიული იყო, იგივე დარღვევები გამოვლინდა, რაც პირველი ტურის დროს.

კომენტარები