სპეცოპერაცია წერეთელზე

კანდელაკი: აბა შეშა ჰქონოდათ ყაჩაღებს, ვინ მიუშვებდა

ტაბულა

"აბა შეშა ჰქონოდათ ყაჩაღებს, ვინ მიუშვებდა ბანკამდე". - წერს ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი წერეთლის გამზირზე მიმდინარე სპეცოპერაციაზე. 

წერეთელზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიარაღებული პირია შეჭრილი. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჯა სირაძის ინფორმაციით, მას ცხრა მძევალი ჰყავს აყვანილი. 

შსს-ს ინფორმაციით, ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, და, ასევე, მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, თავი შეიკავონ როგორც უშუალოდ შემთხვევის ადგილზე მიმდინარე მოვლენების ტირაჟირების, ასევე, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან". – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ყაჩაღობას ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის სამართლის კოდექსის 236-ე და 179-ე მუხლებით დაიწყო.

კომენტარები