არჩევნები 2020

კანდელაკი: როცა ოპოზიციის ფარსში არშესვლა შემდგარი ფაქტი იქნება, ოცნებაზე წნეხი გაიზრდება

შეუძლებელია, რომ აშშ-მ და ევროკავშირმა პარლამენტში არშესვლას ტაში დაუკრან. ისიც შეუძლებელია რომ არსებული ინსტიტუტების ფეხებზე დაკიდებისკენ მოგვიწოდონ. მაგრამ ეშმაკი დეტალებშია: იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოსგან ასეთი მასშტაბის გაყალბებას არავინ ელოდა, გაყალბების მასშტაბის აღქმა, რასაც საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დასკვნაც მეტყველებს, მხოლოდ გაუმჯობესდება. არც ის ჩაივლის უკვალოდ, რომ ოპოზიციის და ავტორიტეტული არასამთავრობოების პრაქტიკულად არც ერთი სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ჩაყრის ვიდეოზე "მოსამართლემ" ისიც კი თქვა. მე რა ვიცი, რას ყრიდნენ, იქნებ ბიულეტენები არ იყოო).

და როცა მთელი ოპოზიციური სპექტრის ამ ფარსში არშესვლა უკვე შემდგარი ფაქტი იქნება, ოცნებაზე წნეხი მნიშვნელოვნად გაიზრდება. შეუძლებელია, ამ ყველაფრის ერთობლიობამ შედეგი არ გამოიღოს.

წერს ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი საკუთარ Facebook გვერდზე.

კომენტარები