არჩევნები 2020

წულუკიანი ოპოზიციაზე: გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ, იმედი მაქვს, პარლამენტში ვიდებატებთ

აბსოლუტურად გაუგებარია, როცა სულ ახლახან შექმნილი პარტია იღებს ამხელა მხარდაჭერას, გადის მეორე ტურში, მაგალითად, იმ რაიონში, სადაც მე ვარ ამომრჩეველი და უარს ამბობს საბურთალოს ოლქში არჩევნებში მონაწილეობაზე მარტო იმიტომ, რომ უცხოეთში გადახვეწილმა ოპოზიციის ფეიკლიდერმა ასე მოისურვა...

მე გუნდში გამოუსწორებელ ოპტიმისტად მიცნობდნენ და დღესაც ასეთი ვარ - მე იმედს არ ვკარგავ, რომ მათ [ოპოზიციის] პასუხებს არა მხოლოდ აქ, ამ ეთერში, თქვენი დამსახურებით, არამედ პარლამენტშიც მოვისმენ და თუნდაც მწვავე დებატები გვექნება მომავალში ქვეყნისთვის სასიცოცხლო საკითხებზე...

ქართული ოცნების სიის მეოთხე ნომერი თეა წულუკიანი რუსთავი 2-ის ეთერში.

კომენტარები