ახალი კორონავირუსი საქართველოში

ზურაბიშვილი ცერცვაძეს: საზოგადოების უდიდესი ნაწილი მადლობას გიძღვნით, თქვენთვის ლოცულობს

ბატონ თენგიზს კორონავირუსი დაუდგინდა. მსუბუქი ფორმაა და სახლში მკურნალობს. მინდა, სწრაფი გამოჯანმრთელება ვუსურვო!

მინდა, პირადად ვუთხრა მადლობა მისი თავდადებისთვის, კორონასთან ათთვიანი, დღე და ღამე შეუპოვარი ბრძოლისთვის!

მინდა, ბოდიში მოვუხადო მათ მაგივრად, ვინც მადლიერების ნაცვლად, ექიმების ლანძღვა და შეურაცხყოფა არჩია.

ბატონო თენგიზ, საზოგადოების უდიდესი ნაწილი მადლობას გიძღვნით და თქვენთვის ლოცულობს! მხნედ იყავით! მალე დაუბრუნდით ამ ბრძოლას!

წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკუთარ Facebook გვერდზე. დღეს, 17 ნოემბერს, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სახლში მკურნალობს.

კომენტარები