არჩევნები 2020

მელია კობიაშვილზე: თავს მოვიჭრი, განცხადების ერთი აბზაცის დაწერის უნარიც არ შესწევს

"თავს მოვიჭრი, რომ ბატონ კობიაშვილს არ შესწევს უნარი, ერთი აბზაცის დაწერისაც კი, რაც გავრცელდა განცხადების სახით". - ენმ-ძალა ერთობაშიას წევრი, ნიკა მელია ქართული ოცნების წევრის, ლევან კობიაშვილის განცხადებას ეხმაურება.

"კობიაშვილის განცხადება ჩემთვის სამარცხვინო იყო. იცით, რატომ? იმიტომ, რომ ცხოვრებაში ვერ დაწერს ამ განცხადებას. ვერასოდეს ვერ დაწერს ამ განცხადებას. 10 აკადემია რომ დაამთავროს, ადამიანს ეტყობა, რომ ამის დამწერი არ არის". - ამბობს მელია ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში.

ლევან კობიაშვილი ნიკა მელიას გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომ გლდანში მისი ოფისის გადაწვა კობიაშვილ-კალაძესთან დაახლოებული კანონიერი ქურდის დავალებით სცადეს. კობიაშვილმა დაწერა, რომ მელიას "სტილში ყაყანი არ მჩვევია, მის დონეზე არ და ვერ დავალ!" 

გლდანში ნიკა მელიას ოფისის დაწვა გუშინ, 16 ნოემბერს სცადეს. ჩამსხვრეულია მელიას ოფისის შუშა, ასევე, დამწვარია ავეჯი. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. 

კომენტარები