არჩევნები 2020

წულუკიანი: II ტური შედგება, ოცნების მხარდამჭერებს უპრეცედენტო მობილიზაციისკენ მოვუწოდებ

არჩევნების მეორე ტურზე ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეულ ამომრჩეველს, ვის მხარდამჭერადაც ის არ უნდა მოიაზრებოდეს, ავუხსნათ, რომ ოპოზიციის განცხადება, რომ ისინი არ მონაწილეობენ მეორე ტურში - ეს არის, როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი ბლეფი, რადგან ჩვენი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს იმას, რომ მეორე ტურში ვინმემ აღარ მიიღოს მონაწილეობა. თქვენ როდესაც მიბრძანდებით საარჩევნო ურნასთან, იქ იქნება ხუთიანი ხუთოსანი პარტია, იქნება 41-ის, ქართული ოცნების კანდიდატი ან სხვა კანდიდატი, რომელიც ქართული ოცნების კანდიდატთან ერთად ნაციონალური მოძრაობის ნაცვლად გავიდა მეორე ადგილას. 

მე მინდა, ქართული ოცნების მხარდამჭერებს მოვუწოდო უპრეცედენტო მობილიზაციისკენ, რადგან მეორე ტური არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნების დღე და ოპოზიციის ამომრჩეველიც გამოვა და მისთვის სასურველ კანდიდატს მისცემს ხმას. შესაბამისად, მეორე ტური შედგება და ბლეფია იმის მტკიცება, რომ თუკი ისინი იტყვიან, რომ არ გვინდა მეორე ტური, მეორე ტური არ ან ვერ შედგება... 

ქართული ოცნების საარჩევნო სიის მეოთხე ნომერი, თეა წულუკიანი. საქართველოში არჩევნები მეორე ტური 21 ნოემბერს ჩატარდება.

კომენტარები