არჩევნები 2020

წულუკიანი მელიას ოფისის დაწვაზე: კატეგორიულად მიუღებელია, ორი აზრი ვერ იარსებებს

ბატონი მელიას შტაბზე თავდასხმა, რა თქმა უნდა, არის კატეგორიულად მიუღებელი. რამდენადაც მე ვნახე და ჩემთვის ცნობილია, გამოძიება არის დაწყებული. 

ერთადერთი იმედი, რაც მე შემიძლია დღეს ამ ტრიბუნიდან გამოვთქვა, არის ის, რომ გამოძიება ძალიან სწრაფად გვეტყვის, რა არის რეალურად მომხდარი და ვინ შეიძლება იყოს ამ ვანდალიზმის ავტორი, რაც არის კატეგორიულად მიუღებელი და აქ, უბრალოდ, ორი აზრი ვერ იარსებებს...

ამბობს ქართული ოცნების წევრი, თეა წულუკიანი. ნიკა მელიამ გუშინ, 16 ნოემბერს თქვა, რომ გლდანში მისი ოფისის გადაწვა კობიაშვილ-კალაძესთან დაახლოებული კანონიერი ქურდის დავალებით სცადეს.

კომენტარები