არჩევნები 2020

უდუმაშვილი აქციაზე: ხანდახან დუმილი ხმამაღალ სიტყვაზე უფრო უკეთესად ჭრის

არაა გამორიცხული, რომ მთლიანად რეგიონში გეოპოლიტიკურად სერიოზული ცვლილებები მოხდეს მაიკ პომპეოს ვიზიტის შემდეგ. თუმცა, არ მინდა მოვლენებს გავუსწრო და დაველოდოთ სახელმწიფო მდივნის ოფიციალურ განცხადებებს.

რაც შეეხება არასამთავრობო სექტორს, რომელიც ხვდება მას, მე დარწმუნებული ვარ, რომ სრულად მიაწვდის იმ ინფორმაციას, როგორც ქვეყანაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც დემოკრატიულ პროცესს ეხება, ასევე 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, რადგან არასამთავრობო სექტორი სრულად ფლობს ინფორმაციას იმ მასშტაბური გაყალბების შესახებ, რაც მოხდა 31 ოქტომბერს.

იქნება მდუმარე აქცია, თუმცა კონკრეტული გზავნილებით, რადგან ხანდახან დუმილი ხმამაღალ სიტყვაზე უფრო უკეთესად ჭრის. იქნება კონკრეტული გზავნილები, როგორც პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით, მის მნიშვნელობასთან დაკავშირებით, ასევე ქვეყნის პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც სახელმწიფოს მიტაცების მცდელობასა და 31 ოქტომბრის არჩევნებს ეხება...

ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ზაალ უდუმაშვილი. მაიკ პომპეო საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს, 17 ნოემბერს ეწვევა. 18 ნოემბერს კი 11:00 საათზე ოპოზიცია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტისას მდუმარე აქციას გამართავს.

კომენტარები