სირცხვილის დერეფანი საარჩევნო უბნებთან სახელმწიფოებრივი უკულტურობის ახალი ნიშნული იქნება... არჩევნების დღე მოქალაქის დღეა, მათ შორის, იმ მოქალაქისაც, რომელიც ჩემი აზრით, მცდარ ნაბიჯს დგამს.
ამ ერთ დღემდე 4 წელი გვქონდა პოლიტიკოსებს იმისათვის, რომ მოქალაქე დაგვერწმუნებინა, გაგვემაგრებინა, დაგვეცვა. და თუ ეს ვერ შევძელით და თუ ჩვენ შორის ვინმეს უნდა რცხვენოდეს, უნდა გვრცხვენოდეს ჩვენ - პოლიტიკური პროცესის 1 460 დღისთვის, და არა მას - არჩევნების ერთი დღისთვის...