არჩევნები 2020

სამადაშვილი: რა ბოდვაა, საკუთარ თანამოქალაქეებს უწყობენ სირცხვილის კორიდორს?

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი ეხმაურება თანაგუნდელ ლევან ვარშალომიძის იდეას, რომ მეორე ტურების დროს უბნებთან სირცხვილის დერეფნები მოეწყოს. 

როგორც სალომე სამადაშვილი Facebook-ზე წერს, არ იცის, ეს იდეა ვის ეკუთვნის. 

"მხოლოდ ვიცი, რომ ის პოლიტიკოსები, ვინც სხვის ამომრჩეველს იმდენივე პატივს არ სცემენ, რამდენსაც საკუთარს, ვერავის ნდობას ვერ დაიმსახურებენ". – წერს სალომე სამადაშვილი. 

მოქმედი დეპუტატი ევროპული საქართველოს წევრის, ელენე ხოშტარიას პოსტზეც გამოეხმაურა იმავე იდეას და მას "ბოდვა" უწოდა. 

ელენე ხოშტარიამ დაწერა, რომ ის პირადად სირცხვილის დერეფნების მოწყობაში მონაწილეობას არ მიიღებს და რომ მას ხალხთან არ აქვს პრობლემა. 

15 ნოემბერს ბათუმში გამართული აქციის დროს ენმ-ს ადგილობრივმა ლიდერმა, ლევან ვარშალომიძემ მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ მეორე ტურების დროს საარჩევნო უბნებთან სირცხვილის დერეფნები გააკეთონ. 

"ვნახოთ, რამდენი მხარდამჭერი ჰყავს ქართულ ოცნებას". – თქვა ლევან ვარშალომიძემ. 

კომენტარები