არჩევნები 2020

წულუკიანი: პოლიტიკური ექსტრემიზმია, როცა ახალი არჩევნების გარდა არაფერზე თანხმდები

არავინ არავის არ უშლის ქუჩის პროტესტის გამოყენებას. დღეს ვნახეთ მათი შეთხელებული რიგები, მაგრამ მშვიდობიანი პროტესტი. მათ შეუძლიათ, კიდევ უფრო შეთხელებული რიგებით დღეში რამდენჯერმე ატარონ პროტესტი. ეს უზრუნველყოფილია კონსტიტუციით. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები ჩვენი მოქალაქეები არიან და ჩემი ვალია, მათ კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ პანდემიაა და ამ მშვიდობიანი პროტესტის დროს იქნებ დაიცვათ დისტანცია, იქნებ გაიკეთოთ პირბადე, ეს ძალიან მნიშვნელობანია. ყველა პროტესტზე მაღლა დგას მათი სიცოცხლე.  

მშვიდობიანი პროტესტი შეუძლიათ, გააგრძელონ, მაგრამ პოლიტიკური ექსტემიზმი სხვა რამეა. პოლიტიკური ექსტრემიზმია, როდესაც შენ მოდიხარ და ამბობ, რომ მე არაფერზე არ ვთანხმდები, თუ შენ არ ჩაატარებ ახალ არჩევნებს. ახალი არჩევნების ჩატარება არ არის ჩვენს დღის წესრიგში. ეს არ არის ქართველი ხალხის ნება. ქართველი ხალხის ნება არის 9-პარტიიანი პარლამენტი, პარლამენტის მანდატები მათ გარანტირებულად უდევთ ჯიბეში და მათ არ აქვთ არავითარი წონადი არგუმენტი, რომ არჩევნები გაყალბდა. 

ამბობს ქართული ოცნების წევრი, თეა წულუკიანი იმედის ეთერში.

კომენტარები