არჩევნები 2020

კალაძე ოპოზიციაზე: როგორც ჩანს, ურჩევნიათ მათი მოდელირებული, გაყალბებული არჩევნებით ივაჭრონ

დიალოგზე შეთანხმებული წესების მიხედვით, მოლაპარაკების საკითხები საჯაროდ არ უნდა გახმოვანებულიყო. ამის მიუხედავად, ოპოზიციის წარმომადგენლები საჯაროდ საუბრობენ, რომ ისინი არ თანხმდებიან ხმების გადათვლას. ინფორმაცია ცალმხრივი რომ არ იყოს, ჩვენც ვადასტურებთ, რომ მათ უარი თქვეს შედეგების გადამოწმების ორივე ფორმაზე - ბიულეტენების გადათვლაზე და ვიდეოჩანაწერების ნახვაზე, რომელიც გამორიცხავდა სპეკულაციების ე.წ. "კარუსელებს". 

როგორც ჩანს, მათი ინტერესი არ არის, გაირკვეს სიმართლე და ურჩევნიათ, მათივე მოდელირებული, გაყალბებული არჩევნებით ივაჭრონ. მიუხედავად ამისა, ვიტოვებთ იმედს, რომ მათი რადიკალური და უსაფუძვლო პოზიცია შეიცვლება და დიალოგი ქვეყნისთვის პოზიტიური შედეგებით დასრულდება. 

ამბობს ქართული ოცნების გენერალური მდივანი, კახა კალაძე ბრიფინგზე. შეგახსენებთ, რომ აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასა და მმართველი გუნდის წარმომადგენელ არჩილ თალაკვაძეს შორის დღეს, 15 ნოემბერს, არჩევნების შემდეგ მე-2 შეხვედრა გაიმართა.

კომენტარები