არჩევნები 2020

ბაქრაძე: ერთადერთი გამოსავალია, ახლა ვიბრძოლოთ, გავიმარჯვოთ და მომავალ წლებში წავიდეთ წინ

თითოეული ჩვენგანის მომავალს სჭირდება ქვეყნის სტაბილური განვითარება და წინსვლა. სტაბილურ განვითარებას და წინსვლას ვერასდროს მოიტანს გაყალბებული არჩევნები, ვერასდროს მოიტანს ხელისუფლება, რომელიც მოსახლეობის ნახევრის თვალში არის არალეგიტიმური და უკანონო. დიახ, დღეს საქართველო დგას უმძიმესი გამოწვევების წინაშე, ყველა ვხედავთ, როგორ შემოგვიტია პანდემიამ, რომელზეც ექვსი თვე გვარწმუნებდნენ, რომ დამარცხებული იყო და აღარ არსებობდა. ყველა ვგრძნობთ საკუთარ ოჯახზე, რა დღეშია საქართველოს ეკონომიკა, ჩამოქცეული და დანგრეულია ყველაფერი. ყველა ვხედავთ, რა დღეშია ქართული სახელმწიფო, ყველა ვხედავთ, რა ხდება ჩვენ გარშემო და როგორ იძლიერებს რუსეთი პოზიციებს.

რა არის აქედან გამოსავალი? სახლებში წავიდეთ და 4 წელი ამ ქვეყანას ჰყავდეს არალეგიტიმური მთავრობა, თამარ ჟანიას მანდატით? დავიქცევით, ხალხო, ორ წელიწადში, საერთოდ დავიქცევით და ქვეყანა აღარ გვექნება. ამიტომ ერთადერთი გამოსავალია, ახლა ვიბრძოლოთ, ახლა გადავტეხოთ, ახლა გავიმარჯვოთ და მომავალ წლებში წავიდეთ წინ, სხვა გამოსავალი არ გვაქვს...

ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე აქციაზე „დაიცავი შენი ხმა“.

კომენტარები