არჩევნები 2020

ვაშაძე: თუ საარჩევნო უფლება არ არსებობს, ის ქვეყანა განწირულია კრახისთვის

ამ არჩევნებმა გვაჩვენა, რომ ქვეყნის ფუნდამენტი, დემოკრატიის ფუნდამენტი საარჩევნო უფლებების თვალსაზრისით, არ არსებობს უბრალოდ ქვეყანაში. მინდა, ყველა იმ ადამიანს, ვინც აქ არის თუ გვიყურებს, ვუთხრა ერთი რამ - თუ საარჩევნო უფლება არ არსებობს ქვეყანაში, თუ მოქალაქეებს არ აქვთ შესაძლებლობა, თვითონ გადაწყვიტონ საკუთარი ბედი, ის ქვეყანა განწირულია კრახისთვის.

შესაბამისად, ჩვენი აქ ყოფნა ნიშნავს, რომ ჩვენ გვინდა ძლიერი, ერთიანი, წარმატებული, გამარჯვებული საქართველო და ამისთვის ვიბრძვით...

ამბობს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე აქციაზე „დაიცავი შენი ხმა“.

კომენტარები