არჩევნები 2020

"დაიცავი შენი ხმა" – პარლამენტთან ოპოზიციის აქცია იწყება, რუსთაველის გამზირი უკვე გადაიკეტა

ტაბულა

პარლამენტთან ოპოზიციის აქცია იწყება. რუსთაველის გამზირი უკვე გადაიკეტა.

საპროტესტო აქცია 15:00 საათზეა დაგეგმილი. ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა მხარდამჭერებთან ერთად სხვადასხვა ადგილიდან დაიწყეს მსვლელობა. 

დემონსტრანტები არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურს უწოდებენ. ოპოზიცია ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას, საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი წესით დაკომპლექტებას, ვადამდელი არჩევნების ჩატარებას და რამდენიმე პოლიტპატიმრის გათავისუფლებას ითხოვს.

კომენტარები