არჩევნები 2020

გრიგოლ ვაშაძემ წამყვანებს ეთერში უთხრა, რომ სიცხე აქვს - არ იცის, იქნება თუ არა აქციაზე

გრიგოლ ვაშაძე ტელეკომპანია პირველის ეთერში
ტვ პირველი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვეშაძემ, ტელეკომპანია პირველის წამყვანებს - ბუკა პეტრიაშვილსა და ეკა მიშველაძეს ეთერში უთხრა, რომ სიცხე აქვს.

"სიცხე მაქვს, ეკა, სიცხე მაქვს, გავიკეთე ვაქცინაცია და ორთვიანი ჯაჯგური რომ არ ყოფილიყო თქვენგან, პატიოსან სიტყვას გაძლევთ, რომ არ მოვიდოდი, იმიტომ, რომ ვარ აბსოლუტურად მიკნავებული. თუ სიცხე არ მექნება, [ხვალინდელ აქციაზე] ვიქნები". - უთხრა ვაშაძემ წამყვანებს.

მედიკოსების ცნობით, ვაქცინაციის შემდეგ ტემპერატურის მომატება ნორმალური რეაქციაა, თუმცა, პანდემიის პერიოდში წამყვანების სახეზე ინტერნეტმა შიში ამოიკითხა.

ხვალ ოპოზიციური პარტიები 15:00-ზე პარლამენტთან აქციას გამართავენ.

გრიგოლ ვაშაძემ რამდენიმე დღის წინ სადავო განცხადებები გააკეთა, რომელსაც ოპოზიციის ლიდერების, მათ შორის მისივე პარტიის წევრების მწვავე კრიტიკა მოჰყვა. მალევე ვაშაძემ მეორე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც თავისივე ნათქვამი შეასწორა. დღეს ვაშაძემ ასევე თქვა, რომ ახალი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, დიდი ალბათობით მასში მონაწილეობას არ მიიღებს.

კომენტარები