არჩევნები 2020

ლინკევიჩიუსი: მნიშვნელოვანია მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური დიალოგი

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი
Delfi

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკანიანს ესაუბრა. სატალეფონო საუბრის შესახებ ლინკევიჩიუსმა თვის Twitter-ის გვერდზე დაწერა.

"ტელეფონით ვესაუბრე ჩემს ქართველ კოლეგას დავით ზალკანიანს, ხაზი გავუსვი მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას. საარჩევნო პროცესის ნდობა უნდა აღდგეს. ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ლიტვა დგას საქართველოს გვერდით" - წერს ლინას ლინკევიჩიუსი.

გუშინ აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, არჩილ თალაკვაძესა და ევროკავშირის ელჩს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ ლიდერებმა დაილოგის დაწყებისა და პოზიციების შესაძლო დაახლოებაზე ისაუბრეს.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. ისინი არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად – გაყალბებულად მიიჩნევენ და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. არც ერთი ოპოზიციური პარტია საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის და საქართველოს ისტორიაში პირველად პარლამენტი ერთპარტიულად შეიკრიბება. მანდატებზე უარი თქვეს ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პუტინისტურმა პატრიოტთა ალიანსმა.

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები არჩევნების პროცესში მოსყიდვაზე, დაშინებასა და ძალადობაზე საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ "31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. ამის მიუხედავად, ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა".

კომენტარები