არჩევნები 2020

ვაშაძე: შემდეგი შეხვედრა აუცილებლად იქნება, ოპოზიციის პოზიცია ერთიანია

აუცილებლად იქნება შემდეგი შეხვედრა. არ ვიცით, კონკრეტულად როდის. ოპოზიციის პოზიცია არის ერთიანი, ამ შემთხვევაში, დავაფიქსირეთ ის, რასაც საჯაროდ ვამბობდით - ეს არის ახალი არჩევნები, საარჩევნო სისტემის და პროცედურების სრული ცვლილება, პოლიტპატიმრების საკითხი, ბოიკოტი, აქციების გაგრძელება. შაბათს 15:00 საათზე გვაქვს აქცია. რა თქმა უნდა, ძალაშია. პარალელურად, ველოდებით შემდეგი შეხვედრის თარიღს.

ამბობს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე. შეგახსენებთ, დღეს, 12 ნოემბერს აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, არჩილ თალაკვაძესა და ევროკავშირის ელჩს შორის შეხვედრა გაიმართა.

კომენტარები