არჩევნები 2020

ბაქრაძე: ნუ გვექნება მოლოდინი, რომ ერთი ან ორი შეხვედრით რაიმე გადაწყდება, უმძიმესი თემაა

პროცესი გაგრძელდება. ნუ გვექნება მოლოდინი, რომ ერთი ან თუნდაც ორი შეხვედრით რაიმე გადაწყდება. ეს არის უმძიმესი თემა. ქვეყანა არის პოლიტიკურ კრიზისში, განსხვავებები არის უზარმაზარი. ამოცანა ჩვენი, როგორც პასუხისმგებლიანი ძალების, არის ის, რომ თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ, ვეცადოთ კომპრომისის გამოძებნას. ოღონდ, ბუნებრივია, ამ კომპრომისის გამოძებნის პროცესში ჩვენი პოზიცია არის მყარი, რომ ის, რაც არის ქვეყნისთვის ცუდი და უკანონო, ვერ შედგება კომპრომისი იმის ხარჯზე. 

ვფიქრობ, კომპრომისის სივრცე არსებობს და თუ მიდგომა იქნება პასუხისმგებლიანი, იმედი მაქვს, მხარეები მოვახერხებთ შეთანხმებას.

ამბობს ევროპული საქართველოს წევრი, დავით ბაქრაძე. შეგახსენებთ, დღეს, 12 ნოემბერს აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, არჩილ თალაკვაძესა და ევროკავშირის ელჩს შორის შეხვედრა გაიმართა.

კომენტარები