კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: სრული ლოკდაუნი ამ ეტაპზე არ განიხილება, ნაწილოვანი, შესაძლოა, გაფართოვდეს

ლოკდაუნი არის ერთ-ერთი იმ კომპლექსურ ღონისძიებებში. ჩვენ ახლა გვაქვს ნაწილობრივი ლოკდაუნი, როცა ღამე აიკრძალა გადაადგილება. ეს არის წერტილოვანი ლოკდაუნი. სრული ლოკდაუნი ეს რამდენჯერმე გაჟღერდა, დიდი ალბათობით, არცერთ ქვეყანას სრული ლოკდაუნი შემოდგომის ტალღაზე აღარ გამოუყენებია და, ძირითადად მაინც არის პოლიტიკა და სწტატეგია ე.წ. წერტილოვანი, შეზღუდული ან გაფართოებული შეზღუდვების.  

ბელგიამ, ჩეხეთმა და რამდენიმე ქვეყანამ მიმართა უფრო მკაცრ ღონისძიებას, მაგრამ თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენ არც ბელგია ვართ, არც საფრანგეთი და არც ჰოლანდია. ქვეყანაში ეკონომიკურად ბევრად ნაკლებად განვითარებული ვართ. გარდა ამისა, ჩვენ ვართ პოლიტიკურ პროცესში და რეგიონში იყო სერიოზული ომი.  

ნაწილოვანი ლოკდაუნი და წერტილოვანი შეზღუდვები ქვეყანაში არის, რომელიც, დიდი ალბათობით, კიდევ შეიძლება გაფართოვდეს. მაგრამ სრული ლოკდაუნი ამ ეტაპზე არ განიხილება.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე. კორონავირუსის გამო ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით.

კომენტარები