არჩევნები 2020

IPN: თეა წულუკიანის შესაძლო გაპრემიერება განიხილება

ინტერპრესნიუსის (IPN) ინფორმაციით, ქართული ოცნების სიის მეოთხე ნომერი, თეა წულუკიანი, შესაძლოა, პრემიერმინისტრის პოსტზე წარადგინონ.

გამოცემის ცნობით, ინფორმირებულმა წყარომ მათ განუცხადა, რომ წულუკიანის კანდიდატურა მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის პოსტზე განიხილებოდა, თუმცა, ასევე საუბარია მის პრემიერმინისტრად წარდგენაზე. წულუკიანის გაპრემიერების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა, თუმცა როგორც ქართულ ოცნებაში კულუარულად აცხადებენ, "საკითხი - წულუკიანი დარჩება პარლამენტში თუ გადავა მთავრობაში, 50/50-ზეა".

კომენტარები