ახალი კორონავირუსი საქართველოში

632 ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 308 – მართვით სუნთქვაზე იმყოფება

GETTY IMAGES

ახალი კორონავირუსის 16 158 აქტიური შემთხვევიდან 632 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 306 თბილისში მკურნალობს, 111 – აჭარაში. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 308 პაციენტი იმყოფება, 146 – თბილისში, 105 – აჭარაში.

COVID 19-ის აქტიური შემთხვევებიდან 3 181 ადამიანი კოვიდ-სასტუმროში მკურნალობს, მათ შორის, 1 569 – აჭარაში, ხოლო 950 – თბილისში, 4 878 ადამიანი – საავადმყოფოში, მათგან თბილისში – 1 088, ხოლო აჭარაში – 1 088. ბინაზე მკურნალობს 8 099 პირი.

გასულ 24 საათში კორონავირუსის 2 911 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 056 გამოვლინდა, აჭარაში - 476, იმერეთში - 469, ქვემო ქართლში - 201.

ბოლო დღე-ღამეში თბილისში კორონავირუსით ინფიცირებული 18 ადამიანი გარდაიცვალა, აჭარაში - 14, იმერეთში - 7, ქვემო ქართლში - 3, კახეთში - 2, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში - 1.

11 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 66 561 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 49 811 გამოჯანმრთელდა, 566 კი გარდაიცვალა. სულ კორონავირუსის 16 158 აქტიური შემთხვევაა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით.

კომენტარები