არჩევნები 2020

ხაბეიშვილი: არანაირი პარლამენტში შესვლა, ეს არის პარტიის საერთო პოზიცია

არანაირი მეორე ტურები! არანაირი პარლამენტში შესვლა და არანაირი უკან დახევა! ბრძოლა გამარჯვებამდე. ეს არის ჩემი ინდივიდუალური და პარტიის საერთო პოზიცია.

პ.ს. ვითხოვთ განმეორებით არჩევნებს ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირობებში. თავისუფალ არჩევანს, დაცულ ხმას და თავისუფლებას ვითხოვთ! ძალა ერთობაშია...

ენმ-ძალა ერთობაშიას სამგორის მაჟორიტარი კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი გრიგოლ ვაშაძის განცხადებას ეხმაურება. ვაშაძე ყველა პოლიტიკურ პარტიას მიმართავს, "სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკონონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად".

კომენტარები