არჩევნები 2020

კალაძე: კანონი ყველასთვის მოქმედებს, 22:00 საათის შემდეგ აქციის გამართვას რეაგირება მოჰყვება

ქართული ოცნების გენერალური მდივანი, კახა კალაძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ საპროტესტო აქცია 22:00 საათის შემდეგ გაგრძელდება, მას "შესაბამისი რეაგირება" ექნება. 

"მე მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ. აქციის გამართვის შესაძლებლობა ნებისმიერ ადამიანს აქვს. 22:00-ის შემდეგ კი მოქმედებს კანონი ყველასთვის, როგორც ჩემთვის, ისე თქვენთვის თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქისთვის. სხვა შემთხვევაში რეაგირება მოჰყვება ყველაფერს, რაც იქნება, ყველაფერს რეაგირება მოჰყვება". – აცხადებს კალაძე. 

დღეს, 9 ნოემბერს, ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები 18:00 საათზე პარლამენტთან აქციას გამართავენ

9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ფოთი - 22:00 საათიდან 05:00 საათამდე იზღუდება გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე - სატრანსპორტო საშუალებებით.

კომენტარები