ხმის უფლება ჩამოგვართვეს, ახლა გვართმევენ კონსტიტუციურ უფლებას, რაც ნიშნავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას და თუ რამეს გავაპროტესტებთ, თურმე აუცილებლად დაგვშლიან. სამართალდამცველები კანონს კი არ იცავენ და კრიმინალს კი არ ებრძვიან, არამედ პოლიტიკურ დავალებებს ასრულებენ და გუშინაც ეს აქტი ვნახეთ, როდესაც პოლიციის ფორმაში გადაცმული ქართული ოცნების ზონდერები უმოწყალოდ უსწორდებოდნენ მშვიდობიან აქტივისტებს და მათ შორის ჟურნალისტებს. ქართულმა ოცნებამ თქვა, რომ 22:00 საათიდან კორონა იღვიძებსო და სახლებში შედითო და დაიძინეთო, ამასობაში კანონი აქაც დაავიწყდათ, იმიტომ რომ კომენდანტის საათის გამოცხადება საგანგებო სიტუაციის გარეშე არ შეიძლება, უკანონოა და თუ საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული ქვეყანაში, მაშინ არჩევნები ვერ იქნება და უნდა თქვან, რომ შეწყვეტილია ყველა საარჩევნო პროცესი. ამიტომ გამობრძანდით დღეს აქციაზე, დავიცვათ ჩვენი ხმები, ჩვენ არ ვარღვევთ კანონს, თუ კანონს არღვევს ვინმე, ეს არის კრიმინალური ოცნება...
არჩევნები 2020
ხაბეიშვილი: ვნახეთ, როგორ უსწორდებოდნენ ფორმაში გადაცმული ოცნების ზონდერები აქტივისტებს
tbl.ge/57zo
დაკოპირდა

თქვა ენმ-ძალა ერთობაშიას ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა. გუშინ, 8 ნოემბერს, სპეცრაზმმა ცესკოსთან შეკრებილი მომიტინგეები წყლის ჭავლითა და ხელკეტებით დაარბია.
ამავე თემაზე
- გიგა ბოკერიამ 2020 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრა
- TI: ოცნების შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2020-ში 68 მლნ ლარის ტენდერები მოიგეს
- 2020 წლის არჩევნებზე პარტიების მიერ მიღებული შემოსავლები და გაწეული ხარჯები – TI-ის ანგარიში
- მეგრელიშვილი ევროპულ საქართველოზე: როგორც ჩანს, ნაკაიძეს და ახვლედიანს ადამიანებად არ თვლიან
- ჩარკვიანი ელისაშვილზე: შევიდეს პარლამენტში რა, შევიდეს და დაწყნარდეს