არჩევნები 2020

ხოშტარია აქციის დაშლაზე: ეს არის შეშინებული ხელისუფლების უკანონო ქმედება

ეს არის შეშინებული ხელისუფლების უკანონო ქმედება. აბსოლუტურად არანაირი საფუძველი, მით უმეტეს გაუფრთხილებლად, ძალის გამოყენების არ იყო. რასაც ახლა იძახიან, "დაიშალეთ", რატომ უნდა დავიშალოთ? ეს არის მშვიდობიანი პროტესტი. უბრალოდ მათ ეშინიათ ბევრი ხალხის და ჩვენ ეს ვნახეთ. როგორც კი ბიძინა ივანიშვილი ხედავს ბევრ ხალხს, იღებს ასეთ გადაწყვეტილებას. მოთხოვნები არის აბსოლუტურად ლეგიტიმური, ნუ ჭიმავენ დროს, მაინც მოუწევთ ამის გაკეთება. დაიწყონ სერიოზული მუშაობა ჩვენთან იმ სამ მოთხოვნაზე, რომელიც დღეს იყო დაყენებული, იმიტომ, რომ გამორიცხულია უკან დახევა. უკან დახევა ნიშნავს, რომ ჩვენ ქვეყანა უნდა ჩავაბაროთ ბიძინა ივანიშვილის. ამიტომ ნუ დაუშვებენ კიდევ ერთხელ ბევრ შეცდომას. ნუ დააზარალებენ ადამიანებს. მით უმეტეს პანდემიაა ქვეყანაში. როგორ შეიძლება, პანდემიის დროს გაწირო მშვიდობიანი უბრალო ადამიანი, მიუშვირო წყლის ჭავლი. ამიტომ ეს კიდევ უფრო დაამძიმებს მათ მდგომარეობას. პროტესტი არ გაჩერდება, ეს გამორიცხულია. აქაც იქნება, პარლამენტთანაც იქნება, კანცელარიასთანაც იქნება. აბსოლუტურად ყველგან იქნებდა და იქნება მძლავრი. ამის მამოძრავებელი ძალა არის ხალხი.

კომენტარები