არჩევნები 2020

ბოკერია: ხალხს ეყოფა ნებისყოფა, რომ პროტესტი გააგრძელოს, იყოს მყარი, მწვავე და მშვიდობიანი

[თუ არ დაკმაყოფილდება მოთხოვნები[ გაგრძელდება ეს პროტესტი და გახდება ინტენსიური, რამდენი ხანიც არ უნდა დასჭირდეს. ჯობს, რომ ეს მოხდეს მალე. ჩვენი ქვეყნისთვის ყველა დღე ამ რეჟიმის ხელისუფლებაში ყოფნის არის ზიანი და საფრთხე.  

ჩვენ, ამ ხალხს, ეყოფა ნებისყოფა და რწმენა, რომ ეს პროტესტი გააგრძელოს და იყოს მყარი, მწვავე და მშვიდობიანი. მთავარი არის განწყობა დს რწმენა. მე დარწმუნებული ვარ, რომ, საბოლოო ჯამში, ეს დასრულდება ავტორიტარული რეჟიმის დასასრულით. რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანაა, რომ ეს მოხდეს მაქსიმალურად ნაკლები ზიანით ჩვენი ქვეყნისთვის. ამას სჭირდება ნებისყოფა და პროტესტის განგრძობადობა. 

ივანიშვილის რეჟიმის პასუხისმგებლობაა, მიხვდეს, რომ ახლა ვითარების სწრაფად განმუხტვა ქვეყნისთვის და მათთვისაც არის ერთადერთი გადარჩენის გზა. თუ ვერ მიხვდება, ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ეს პროტესტი. 

ამბობს ფორმულასთან ინტერვიუში ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია. ოპოზიცია ითხოვს, გადადგეს თამარ ჟვანია, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და დაინიშნოს ხელახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. მათ "ოცნებას" დრო 20:00 საათამდე მისცეს.

კომენტარები