არჩევნები 2020

უგულავა: ეს აღარაა პარტიული ბრძოლა, არჩევნები წაგვართვეს, ამიტომ ეს ხალხის ბრძოლაა

ყველამ დავანახოთ აზოგადოებას, რა ვართ ჩვენ ჩვენი პარტიების მიღმა, რადგან ეს აღარაა პარტიული ბრძოლა, იმიტომ, რომ პარტიული ბძოლა და არჩევნები წაგვართვეს, ამიტომ ეს ხალხის ბრძოლაა, რომელიც აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით [...]

ხალხმა გაიღვიძა, დიდი ხანი ითმინა საზოგადოებამ. ჩვენ ვართ კანონმორჩილები, მშვიდობიანები. ჩვენ ვართ ვარდების რევოლუციის თაობა, რომელიც სიყალბეს არ მიიღებს არასდროს. რომელიც დიდი ხანი მოითმენს, მაგრამ თუ შედგა ერთობა, ეს ერთობა გადახაზავს ყველაფერს.

თქვა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ. დღეს, 8 ნოემბერს, პარლამენტთან ოპოზიციის წარმომადგენლები და აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნაა განახლებული საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარება.

კომენტარები