არჩევნები 2020

კობახიძე აქციაზე: თითქმის 20 საათი აქვთ იმისთვის, რომ გააპროტესტონ, რაც უნდათ

პარლამენტი

"მათ დღე-ღამის განმავლობაში აქვთ თითქმის 20 საათი იმისთვის, რომ გააპროტესტონ, რაც უნდათ, რომ გააპროტესტონ. მათ რეალურად არ აქვთ პროტესტის შენარჩუნების რესურსი და სხვა რაღაცებში მიზეზებს ნუ ეძებენ, ეს არის ჩემი მოწოდება". – ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დაწესებული შეზღუდვების პარალელურად, ოპოზიციური პარტიები საერთო აქციაზე.

დღეს, 8 ნოემბერს, 15:00 საათზე ოპოზიციური პარტიები საერთო აქციას გამართავენ. ამის პარალელურად, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან, 9 ნოემბრიდან ქვეყნის დიდ ქალაქებში – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ფოთი - 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება იზღუდება, როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.

ცნობისთვის, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. მანდატებზე უარი თქვეს ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პუტინისტურმა პატრიოტთა ალიანსმა.

ვრცლად გაყალბების რა მასშტაბზე საუბრობს ოპოზიცია – იხილეთ აქ.

კომენტარები