ახალი კორონავირუსის 14 680 აქტიური შემთხვევიდან 641 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 322 თბილისში მკურნალობს, 102 – აჭარაში. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 322 პაციენტი იმყოფება, 160 – თბილისში, 92 – აჭარაში.
COVID 19-ის აქტიური შემთხვევებიდან 2 879 ადამიანი კოვიდ-სასტუმროში მკურნალობს, მათ შორის, 1 449 – აჭარაში, ხოლო 971 – თბილისში. 4 691 ადამიანი საავადმყოფოში, ხოლო 7 110 პაციენტი ბინაზე მკურნალობს.
8 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 57 753 შემთხვევაა აღწერილი, მათგან 42 572 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 475 კი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში COVID 19-ის 14 680 აქტიური შემთხვევაა.
ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა.
9 ნოემბრიდან ქვეყნის დიდ ქალაქებში - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ფოთი - 22:00 საათიდან 05:00 საათამდე იზღუდება გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.





