არჩევნები 2020

სერგი კაპანაძე: საშუალოდ 210 000 ხმა იყო გაკონტროლებული ამ არჩევნებზე

სერგი კაპანაძე
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ, 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების დარღვევებსა და გაყალბების მასშტაბებზე ილაპარაკა და ის გასული წლების არჩევნებს შეადარა.

კაპანაძის თქმით, 2020 წელს დრამატულად მეტი იყო დაუბალანსებელი ოქმების, ე.წ "კარუსელების" და ჩაყრილი ბიულეტენების რაოდენობა, ვიდრე 2012 და 2016 წლების საპარლამენტო არჩევნებზე.

"უბნების რაოდენობა, სადაც დაუბალანსებელი იყო რიცხვები, არის გაზრდილი 2012 და 2016 წლებთან შედარებით - დაახლოებით 20%-ით არის გაზრდილი 2020-ში.

ცარიელ კონვერტების რაოდენობა, რაც კარუსელების არსებობაზე მიუთითებს, არის გაზრდილი 300%-ით, სამჯერ, წინა არჩევნებთან შედარებით და ასევე 2012-თან შედარებითაც - დრამატული სხვაობაა, აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ იყო რამდენიმე ერთეული შემთხვევა.

ასევე, ეფექტი, რომელიც შეიძლება დამდგარიყო ამ კარუსელების გამო, არის ასევე დრამატულად გაზრდილი, სამჯერ მეტი, დაახლოებით, საშუალოდ რომ ვთქვათ, 210 000 ხმა შეიძლება ყოფილიყო და იყო, ჩვენი დასკვნით, გაკონტროლებული ამ არჩევნებზე". - თქვა სერგი კაპანაძემ.

სერგი კაპანაძემ ბრიფინგზე კონკრეტული მონაცემები წარმოადგინა.

"ჩვენმა გუნდმა, სერგის ხელმძღვანელობით, ჩემი აზრით, ძალიან თვალნათელი შედარები მოახდინა მონაცემების, როგორი არის დინამიკა ამ პრობლემების, რომლებიც იქამდეც იყო და რამხელა ეფექტი და მასშტაბი ჰქონდა ამ სამარცხვინო მეთოდებს ამჯერად, შედარებით წინა საპარლამენტო არჩევნებთან". - თქვა გიგა ბოკერიამ.

---

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. ისინი არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად – გაყალბებულად მიიჩნევენ და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. არცერთი ოპოზიციური პარტია საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის და საქართველოს ისტორიაში პირველად პარლამენტი ერთპარტიულად შეიკრიბება. მანდატებზე უარი თქვეს ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პუტინისტურმა პატრიოტთა ალიანსმა

რა მასშტაბის გაყალბებაზე საუბრობს ოპოზიცია ნახეთ აქ.

კომენტარები