არჩევნები 2020

"შაშკინის პროტეჟე იყო" – მდინარაძე ცესკოდან წასულ თანამშრომელზე

ტაბულა

ქართული ოცნების წევრი, მამუკა მდინარაძე ცესკოს თანამშრომლის, ივანე ბურდულის მიერ თანამდებობის დატოვებას ეხმაურება. 

"ბუნებრივია, როდესაც კონკრეტული პარტიის წარმომადგენელი ხარ, პრაქტიკულად, და გაქვს ძალიან ახლო ურთიერთობა კონკრეტული ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელებთან - Facebook-ში უკვე ვრცელდება, მათ შორის, შაშკინმა ამ არჩევნებზე ბევრი აიღო თავის თავზე და შაშკინთან მეგობრობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. აქ შეიძლება, რბილად რომ ვთქვათ, სუბიექტური ინტერესებით იყოს გამოწვეული და, ეს, ბუნებრივია, ასეც არის. 

არ არის გამორიცხული, რომ ადამიანებმა, რომლებიც არიან ახლო ურთიერთობაში ნაცმოძრაობის წარმომადგენლებთან და, შეიძლება მათგან დავალებებსაც იღებდნენ, ასეთი ფონის შესაქმნელად იგივე ქმედება გაიმეორონ. შეიძლება, ბევრი არ იყოს ასეთი, მაგრამ რამდენიმე შემთხვევაც მათ ილუზიას უჩენს, რომ ჩამოიშალა ქვეყანა. ეს ასე არ არის. საქართველოში არაფერი არ იმალება, ვნახე რამდენიმე წუთის წინ ფოტოები მისი და დიმიტრი შაშკინის. როგორც ჩანს, ეს ადმიანი მისი პროტეჟე იყო, მეგობრობენ და ბუნებრივია მისი საქციელი." - ამბობს მდინარაძე. 

ბურდულის მიერ თანამდებობის დატოვებას გამოეხმაურა თეა წულუკიანიც. 

"მშვიდობით, ცესკო, შენთან ვბრუნდები, შაშკინ! ჩანერგილის ისტორიიდან". - დაწერა წულუკიანმა.

ივანე ბურდული ცესკოში საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტის პოსტს იკავებდა. როგორც ის განმარტავს, სამსახურიდან წასვლის მიზეზი ცესკოს მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაა.  

კომენტარები