არჩევნები 2020

"მშვიდობით, ცესკო" - ცესკოს თანამშრომელმა თამარ ჟვანიას გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა

ცესკოს თანამშრომელმა ივანე ბურდულმა, ცესკოს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა. 

"მშვიდობით, ცესკო". - წერს ბურდული Facebook-ზე. 

როგორც ბურდული ამბობს, თანამდებობის დატოვების მიზეზი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც, მისი თქმით, გაყალბდა. 

"მე დავწერე განცხადება და მიმაჩნია, რომ იქ არ უნდა ვმუშაობდე. მთავარი მიზეზი - ეს არის არჩევნები, რომელიც ტოტალურად გაყალბდა და ვთვლი, რომ ჩემი ადგილი ამ საარჩევნო ადმინისტრაციაში არ არის". - ამბობს ბურდული ტელეკომპანია მთავართან.  

ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობენ და თამარ ჟვანიას გადადგომას მოითხოვენ. 

ყველა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. მანდატებზე უარი თქვეს ევროპულმა საქართველომლელომლეიბორისტულმა პარტიამგირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამსტრატეგია აღმაშენებელმამოქალაქეებმა და პროპუტინურმა პატრიოტთა ალიანსმა

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები არჩევნების პროცესში მოსყიდვაზე, დაშინებასა და ძალადობრივ ინციდენტებზე ლაპარაკობენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, მიიჩნევენ, რომ არჩევნების შედეგები ლეგიტიმურია, არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და მეტნაკლებად დაცული იყო ძირითადი თავისუფლებები.

ადგილობრივი დამკვირვებლები კი არაერთ ხარვეზსა და დარღვევაზე მიუთითებენ. გამოქვეყნდა ISFED-ის (სამართლიანი არჩევნები) ხმების პარალელური დათვლის შედეგებიც, რომლის მიხედვითაც, ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% მიიღო, ენმ-ძალა ერთობაშიამ – 26.4%, ევროპულმა საქართველომ – 3.7%. ცდომილების ხარისხი 0.7%-ია.

ამასთან, სამართლიანი არჩევნების შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით საარჩევნო უბნების 8%-ზე დაფიქსირდა შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის შემთხვევები, რაც გულისხმობს ბიულეტენების ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე მეტობას.

"მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციას, შესაძლოა, გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე, PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები" – წერს ორგანიზაცია.

არჩევნების შედეგებს განახლებად რეჟიმში თვალი ადევნეთ აქ.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები