არჩევნები 2020

"სათამაშო იარაღი ჰქონდაო, ხალხო" – მელიასა და სამართალდამცველს შორის დაპირისპირება მოხდა

გლდანში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერ ნიკა მელიასა და სამართალდამცველს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

"იარაღით რომ დარბოდა ის ვიღაც კვიჟინაძე, რატომ არ დაიჭირეთ, გარეთ არის... დაწყნარდი კი არა, უნდა გაიხადო ფორმა და კვირას [აქციაზე] უნდა დადგე ხალხთან ერთად, რადგან ეს ხალხი არ გაპატიებს იმას, რაც შენ გააკეთე... შენ არ ხარ პოლიციელი, შენ ხარ მოძალადე, იმიტომ, რომ მოძალადეების გვერდით იდექი, ყველა კადრში შენ იყავი". – მიმართა მელიამ პოლიციელს.

ნიკა მელიამ პოლიციელს ჰკითხა, თუ სად იყო არჩევნების დღეს, როდესაც გლდანში დარღვევები ხდებოდა, სწორედ ამას მოჰყვა ოპოზიციის ლიდერსა და სამართალდამცავს შორის სიტყვიერი დაპირისპირება.

"არსებობს პოლიციის მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც ყველაფერთან ერთად, ჩვენი შვილების წინაშე არიან დამნაშავეები. ბატონი სამმართველოს უფროსის მოადგილე და ვინმე მჟავია [...] ყველა დარბევა რაც კი გლდანში ხორციელდებოდა, კადრებში ჩანდნენ, იყვნენ და არ აკავებდნენ. გული მეტკინა, ცრემლები წამოგივიდოდა ადამიანს, იმდენად უსუსურად გამოიყურებოდნენ პოლიციელები და ახლა ამბობს, რომ ის ადამიანიო, ვისაც იარაღი ეჭირაო, სათამაშო იარაღი ჰქონდაო, ხალხო". – ამბობს ნიკა მელია ინციდენტის შემდეგ.

პოლიციელი კი საპასუხოდ მელიაზე ამბობს, რომ ის იტყუება, რადგან არჩევნების დღეს 6 კაცი დააკავეს.

კომენტარები