არჩევნები 2020

სანიკიძე: ისე არ აღმოჩნდეს, პარლამენტში სხვები შევიდნენ და მე გარეთ დავრჩე

მე ბოლოში მოვაწერე ხელი და ერთი წინადადება ვთქვი, ამ ხელმოწერას დიდი გამოცდა ელის. ისე არ აღმოჩნდეს, რომ სხვები შევიდნენ და მე გარეთ დავრჩე, იმიტომ, რომ მე შესვლას არცერთ ვარიანტში არ ვაპირებ. ეს გადაწყვეტილია და ვისაც პოლიტიკური კუჭის გვრემები და ფაღარათები აქვს დაწყებული, ყველას მივმართავ, მე სტაბილური ვარ, როცა გადაწყვეტილებას ვიღებ. 

[...] მათ ჰყავთ მეხოტბენი სოციალურ ქსელებში, ისე არ აღმოჩნდეს, ქალბატონებო და ბატონებო, რომ თქვენმა ფალავნებმა გადაყლაპონ სხვა რაღაც და გუბაზ სანიკიძე დარჩება...

ამბობს ენმ-ძალა ერთობაშიას წევრი გუბაზ სანიკიძე პალიტრანიუსთან ინტერვიუში.

კომენტარები