არჩევნები 2020

კახიანი ოპოზიციაზე: ჩვენ ვერ ავყვებით ამ დესტრუქციულ ძალას, მეორე ტური ჩატარდება

ბუნებრივია, ჩვენ ვერ ავყვებით ამ დესტრუქციულ ძალას, მათ სრულიად უსუსურ მოსაზრებებს და პოზიციებს, თითქოს ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. არჩევნები ჩატარდა საქართველოში, პირველი ტური, მეორე ტურის არჩევნები ჩატარდება და ისე როგორც ეს არის კანონმდებლობით გათვალისწინებული, ჩვენ გვექნება არჩევნების საბოლოო შედეგები და სამართლებრივ რეჟიმში გავაგრძელებთ ყოფნას, ისე როგორც კონსტიტუციური რეჟიმი ამას მოითხოვს. ოპოზიციას თავისი პასუხისმგებლობა დაეკისრება საზოგადოების წინაშე, იმიტომ რომ, რბილად რომ ვთქვათ, ისინი პატივს არ სცემენ, თუნდაც იმ მოქალაქეების მოსაზრებას და პოზიციას, რომლებმაც მათ მხარი დაუჭირა...

ამბობს რუსთავი 2-ის ეთერში ქართული ოცნების დეპუტატი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კახიანი.

კომენტარები