ავღანეთი

ქაბულის უნივერსიტეტში ტერაქტის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა

ქაბულის უნივერსიტეტში სამი შეიარაღებული ტერორისტი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. დაიღუპა 22 ადამიანი, მათ შორის, უმეტესობა სტუდენტები. თავდამსხმელები პოლიციამ დახოცა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. 

ავღანეთის პრეზიდენტმა სამშაბათი გლოვის დღედ გამოაცხადა.

"ეს არის მეორე თავდასხმა საგანმანათლებლო დაწესებულებაზე ქაბულში.. ავღანელი ბავშვები და ახალგაზრდები სკოლაში თავს დაცულად უნდა გრძნობდნენ". – თქვა ავღანეთში ნატოს უფროსმა სამოქალაქო წარმომადგენელმა, სტეფანო პონტეკოვრომ.

24 ოქტომბერს თვითმკვლელმა ტერორისტმა ქაბულში საგანმანათლებლო ცენტრთან აიფეთქა თავი, ტერაქტის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა. ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

ტერაქტს გამოეხმაურა თალიბანიც. თალიბანმა დაგმო თავდასხმა და უარყო მასთან კავშირი.

კომენტარები