არჩევნები 2020

სანიკიძე: სააკაშვილია ერთადერთი კაცი, ვისაც ივანიშვილს ეშინია, არ დადგა დრო, ჩამოვიდეს?

არც ერთი ჩვენგანის, ჩემი ჩათვლით, არ ეშინია ბიძინა ივანიშვილს. დგას ერთი დიდი კითხვის ნიშანი -  ვის ეშინია პერსონალურად ბიძინა ივანიშვილს? ბიძინა ივანიშვილს ეშინია ერთადერთი კაცის დედამიწაზე, ეს არის ერთადერთი მიხეილ სააკაშვილი, არ დადგა დრო, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდეს და ჩაერთოს ამ საქმეში?... ეს როგორ უნდა მოხდეს, სხვა საკითხია, მე ვამბობ სათქმელს, იმიტომ, რომ ჩვენი ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილი არის ამის მოლოდინში

ენმ-ძალა ერთობაშიას წევრი გუბაზ სანიკიძე მთავარი არხის ეთერში. მის ამ სიტყვებს ნიკა მელიას პროტესტი მოჰყვა. ისინი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მელიამ თქვა, რომ სანიკიძეს ოპოზიციურ ერთობაში ხინჯი შეაქვს.

კომენტარები