არჩევნები 2020

ჟვანია: მიმაჩნია, რომ ყველამ უნდა სცეს ამომრჩეველს პატივი

მიმაჩნია, რომ ყველამ უნდა სცეს ამომრჩეველს პატივი, იმ 2 მილიონ ამომრჩეველს, რომელიც მოვიდა და დააფიქსირა საკუთარი ნება, მიუხედავად იმისა, ვისი ამომრჩეველიც არ უნდა ყოფილიყო. ეს ეხება ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, ეს ეხება საარჩევნო ადმინისტრაციას. ჩვენ რამდენიმეგან გვექნება მეორე ტური. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს, მათ დამოკიდებულებას და ასევე იმ ახალ სისტემას, რომელითაც ჩატარდა არჩევნები და რომლითაც მოსახლეობა პარლამენტში თავის წარმომადგენელს ელოდება. ამიტომ, მეორე ტური ნებისმიერ შემთხვევაში ჩატარდება პროცედურულად. კანდიდატის გაუქმების ოფიციალური პროცედურა არ არსებობს და ნებისმიერ შემთხვევაში პირველ და მეორე ადგილას გასული კანდიდატები აუცილებლად იქნებიან ბიულეტენში.

ამბობს რუსთავი 2-ის ეთერში ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია.

კომენტარები