არჩევნები 2020

ჟვანია: 784 საჩივარია შესული ოლქებში, ძირითადად, მოთხოვნილია დისციპლინური პასუხისმგებლობა

784 საჩივარია შესული ოლქებში, წარმოგიდგენიათ, რამხელა განხილვის მასშტაბია, რა თქმა უნდა, ყველას განვიხილავთ, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში მოთხოვნილია დისციპლინური პასუხისმგებლობა. მაგალითად, კომისიის წევრს დაავიწყდა, ან მარკირების შემოწმება, ან წილის ყრის პროცედურა არასწორად მოხდა. ანუ, გადაცდომებია, რომლებიც შედეგებზე არ ახდენს ზეგავლენას, ასეთ საკითხებზეა შემოსული. მაგრამ, თუ ეს შედეგზე იქნება, რა თქმა უნდა, ამაზე შესაბამისი რეაგირება მოხდება.

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია ასე პასუხობს რუსთავი 2-ის ეთერში კითხვას, რა დარღვევები შეხვდა ყველაზე მეტად

კომენტარები