არჩევნები 2020

პოლონეთის საგარეო უწყება: ვაკვირდებით ანგარიშებს დარღვევების და შეუსაბამობების შესახებ

Reuters

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს გამოეხმაურა. როგორც პოლონეთის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, პოლონეთი იზიარებს სხვა საერთაშორისო ორაგანიზაციების მიერ გაკეთებულ დასკვნებს.

"ვიზიარებთ საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს, [ეუთოს, ოდირის, ევროკავშირის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოსა და ნატოს] რომ არჩევნები იყო კონკურენტული და ჯამურად, დაცული ფუნდამენტური თავისუფლებები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად". – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთანავე, გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ საჭიროა გამოვლენილი დარღვევებისა და შეუსაბამობების დეტალური გამოძიება.

"მიუხედავად ამისა, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ანგარიშებს გამოვლენილი დარღვევებისა და შეუსაბამობების შესახებ [რომელიც რაოდენობრივად აღემატებოდა 2016 წლის არჩევნების დროს გამოვლენილ დარღვევებს]. ჩვენ მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს, გულდასმით გამოიძიონ თითოეული საჩივარი ინსტიტუციონალური პროცესის პატივისცემით, გაწერილი პროცედურების თანახმად. ეს გაზრდის საარჩევნო პროცესის ნდობასა და ტრანპარენტულობას, განსაკუთრებით 21 ნოემბერს გასამართი მეორე ტურების წინაშე."

ყველა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის.

მანდატებზე უარი თქვა ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პროპუტინურმა პატრიოტთა ალიანსმა.

კომენტარები