არჩევნები 2020

ევროპარლამენტარი: ვიზიარებ შეშფოთებას არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით

არჩევნების ამჟამინდელი შედეგები გასაკვირი არ არის, თუმცა ქვეყნის სტაბილურობისა და მომავლის თვალსაზრისით შემაშფოთებელია. იქიდან გამომდინარე, რომ გამარჯვებულს ცალსახა უმრავლესობა არ მოუპოვებია და ოპოზიცია ერთმანეთთან თანამშრომლობს, "ქართულ ოცნებას" პარტნიორების მოძებნა პოლიტიკური სპექტრის განაპირა ნაწილში მოუწევს, რამაც, შესაძლოა, ახალი დემონსტრაციები და უკმაყოფილება გამოიწვიოს როგორც ოპოზიციაში, ასევე მათსავე[ქართული ოცნების] ამომრჩეველთა რიგებში. 
მე ვიზიარებ ხალხის შეშფოთებას ამ არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით, თუმცა, ასევე ვფიქრობ ქვეყნის სტაბილურობაზე. საქართველოს უახლოეს მეზობელ ქვეყნებში როცა ომი და პანდემიაა, ახლა გაერთიანებისა და საერთო ენის გამონახვის დროა. ვფიქრობ, სიტუაციის დასამშვიდებლად სამართლიანობის შესახებ შეშფოთება რაც შეიძლება სწრაფად უნდა აიხსნას...

ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ IPN-თან ინტერვიუში საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები შეაფასა.

კომენტარები