არჩევნები 2020

ბრეგაძე: კობახიძემ შემოგვითვალა, გაჩერდით, ხმებს მოგიმატებთო, მათხოვრები ვგონივართ?

ჩვენ ვაჩვენებთ კონკრეტულ ფაქტებს, როგორ გააყალბა ქართულმა ოცნებამ არჩევნები. ჩვენ მივიღეთ 46 000 ხმა, რომელიც მოგვპარა ქართულმა ოცნებამ. ოქმებს დავუდებთ, რომ ყველა პარტიას გაუყალბეს არჩევნები. ჩვენ ხალხის წინაშე ვამხელთ მათ. ირაკლი კობახიძემ შემოგვითვალა, რომ გაჩერდით, საპროტესტო აქციებში ნუ იღებთ მონაწილეობას, ცოტა გაკლიათ ერთ პროცენტამდე და აგიყვანთო. ამათ ჩვენ ხმების მათხოვრები ვგონივართ... ვითხოვთ, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, ჩვენ შემოგვთავაზეს გაჩუმების სანაცვლოდ ხმების მომატება. ჩვენ ჩვენი კუთვნილი კი არ წაგვართვეს, თითოეულ ქართველს ჩაგვაფურთხეს სულში. თავმოყვარე ორგანიზაციაა ქართული მარში და არავის არ გაურიგდება უნამუსობაში...

ამბობს ინტერპრესნიუსის ცნობით, პუტინისტური ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე.

კომენტარები