არჩევნები 2020

სამადაშვილი: დღეს გიორგი რურუას ციხეში თავს დაესხნენ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, სალომე სამადაშვილის ცნობით, დღეს, 2 ოქტომბერს, პოლიტპატიმარ გიორგი რურუას ციხეში ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ სამადაშვილმა ფორმულას ეთერში ისაუბრა.

"ჩემთვის როგორც ცნობილია, დღეს გიორგი რურუას ციხეში ფიზიკურად დაესხნენ თავს. ზუსტი დეტალები არ ვიცი, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს იყო პოლიტიკური დაკვეთა ხელისუფლების მხრიდან. ესაა ის მეთოდები, რომლითაც მუშაობს ეს ხელისუფლება". – ამბობს სალომე სამადაშვილი.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა. მათი ცნობით, გიორგი რურუაზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

კომენტარები