არჩევნები 2020

კობახიძე: შემაშფოთებელია, რომ ენმ-მ ამდენი ხმა მიიღო, ცნობიერების ამაღლების კუთხით სამუშაოა

საერთაშორისო შეფასებების ფონზე ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებები თვისებრივად აცდენილია რეალობის ობიექტურ აღქმას, აშკარაა, რომ ძალაუფლების დაბრუნებისკენ ლტოლვა, რომლითაც ისინი თავის დროზე ბოროტად სარგებლობდნენ, არ აძლევს მათ ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანის ღირსეულად მიღების შესაძლებლობას.

ლოგიკურია, რომ ქართველმა ამომრჩეველმა უარი უთხრა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც გამოირჩეოდა ზღვარგადასული თვითნებობით, კორუფციით, ადამიანების მკვლელობით, წამებით, ბიზნესის რეკეტით, რომელმაც რუსეთს დანაშაულებრივად ჩააბარა ქვეყნის ტერიტორიების 20% და ჩაიდინა უამრავი სხვა დანაშაული საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. 

ამგვარი პოლიტიკური ძალის მიერ რამდენიმე ასეული ათასი  ხმის მიღება თავისთავად სერიოზული შეშფოთების საგანია და ცნობიერების ამაღლების კუთხით სამომავლოდ სერიოზულ მუშაობას მოითხოვს...

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე.

კომენტარები