არჩევნები 2020

ჯაფარიძე: ეუთოს შეფასებით, არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი ქართველი ხალხის გადასაწყვეტია

გუშინ რაც გაცხადდა, ეს იყო წინასწარი შეფასება, ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ლეგიტიმურობა-არალეგიტიმურობის საკითხი ეს არის ქართველი ხალხის გადასაწყვეტი, ეუთო აგროვებს დამატებით ინფორმაციას დარღვევების შესახებ, გუშინ იყო წინასწარი შეფასება. იქნება მათი მხრიდან შეხვედრები მათ დამკვირვებლებთან, სამწუხაროდ, წლევანდელი არჩევნები იმით იყო გამორჩეული, რომ პანდემიის გამო გვყავდა ძალიან ცოტა დამკვირვებელი, რაც აღნიშნა კიდეც ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა, ამან, ჩემი აზრით, ხელი შეუწყო გაყალბებას. 

ამბობს ლელოს ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ოპოზიციური პარტიების ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები